Ramada Plaza by Wyndham

პრემიუმ ბრენდებთან მუშაობა ყოველთვის მოითხოვს სიზუსტესა დაკომპოზიციურ სრულყოფილებას. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხებაგლობალური ქსელის წარმოდგენას ადგილობრივ ბაზარზე. სწორედ ასეთი მიდგომით დავიწყეთ თანამშრომლობა Ramada Plaza by Wyndham-ის ბათუმის ფილიალთან. ჩვენი ამოცანა იყო, შეგვექმნა ვიზუალური კონტენტი, რომელიც არამხოლოდ ასახავდა სასტუმროს ხუთვარსკვლავიან სტანდარტს, არამედ ქმნიდა იმ განცდას, რომელიც სტუმარს ჯერ კიდევ მონიტორის ეკრანიდან უნდა შეეგრძნო. ჩვენ მიერ დაგეგმილი და გადაღებული კადრები გადმოსცემენ Ramada Plaza-ის დახვეწილ ინტერიერს, ელეგანტურ გარემოსა და მაღალი დონის მომსახურებას. ყურადღების ცენრში მოექცა სასტუმროს ლობის განათება, ნომრების ატმოსფერო, რესტორნის სერვირება, რაც წერტილოვანი სიზუსტით იქნა გადმოცემული. ვიზუალური კონტენტი იქცა ბრენდის შინაგანი ღირებულებების გაჟღერების მთავარ ფორმად. ჩვენთვის ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ვიზუალმა არა მხოლოდ წარმოაჩინოს ბრენდი, არამედ გააძლიეროს მისი პოზიციონირება კონკურენტულ ბაზარზე. Ramada Plaza by Wyndham-ის ბათუმის ფილიალისთვის შექმნილი კონტენტი დღეს უკვე თავად საუბრობს იმაზე, რომ პრემიუმ გამოცდილება იწყება იქ, სადაც დეტალები ხდება არქიტექტურის, სერვისისა და ემოციის გადაკვეთის წერტილი.
