კარგი სტრატეგია კომპასივით მუშაობს: როცა გზაზე ხარ, ის გატყობინებს, რომ სწორად მიდიხარ. მარკეტინგული სტრატეგია შენთვის არც შაბლონია და არც პროგნოზი. ეს არის მიზეზი, რატომ გახდება შენი ბრენდი საჭირო.რას გთავაზობთ:• კომპანიაზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა• პლატფორმებს შორის კომუნიკაციის სტრატეგიული დაგეგმვა• ციფრული არხების სინქრონიზაცია საერთო მიზნების გარშემო• მარკეტინგული აქტივობების გეგმა ბრენდის ზრდის თითოეული ფაზისთვის
ღირებულ კონტენტს მყიდველი კი არა, ერთგული მკითხველი ჰყავს, რომელიც შემდეგ მომხმარებლად იქცევა. კონტენტს მაშინ აქვს ფასი, როცა მასზე საუბრობენ, არა იმიტომ რომ ნახეს, არამედ იმიტომ რომ შეამჩნიეს.კონტენტ მარკეტინგი აერთიანებს შემდეგ სერვისებს:• კრეატიული კონტენტ სტრატეგიის შემუშავება• სხვადასხვა არხისთვის მორგებული ბილბორდის, ბანერის, ვიდეოს ან სხვა ვიზუალური კონტენტის შექმნა• კომპანიის პრეზენტაციისთვის საჭირო ტექსტური ან ვიზუალური მასალების მომზადება• ყოველთვიური რეზულტეტატების შეფასება, ანალიტიკის მომზადება და სისტემური ანგარიშგება
შენი ბრენდის ყოველდღიური ცხოვრება იქ, სადაც აუდიტორიაა.სტრატეგიულად ვმართავთ სოციალურ მედიას ისე, რომ შენი ხმა სწორად, თანმიმდევრულად და აუდიტორიის ენაზე ისმოდეს. პოსტის მიღმა ყოველთვისდგას დიადი მიზანი: ლოიალურობასოციალური მედია მარკეტინგი მოიცავს:• Facebook და Instagram გვერდების ტექნიკური გამართვა, პერიოდული ოპტიმიზაცია და ინფორმაციული მართვა• პოსტის ან REELS-ის განთავსება (ქართულად და ინგლისურად)• Facebook და Instagram რეკლამების (Meta Ads) კამპანიების დაგეგმვა და მართვა• Facebook / Instagram ავტომოპასუხეებისა და FAQ ბოტების ინტეგრაცია• ფოტო/ვიდეო გადაღება - მარკეტინგული კონტენტისთვის• სოციალური მედიის ანალიტიკის სისტემური მონიტორინგი
ვიზუალური ენა, რომელსაც გრძნობენ. ჩვენი დიზაინი აცოცხლებს შენს ხედვას: იქნება ეს ლოგო, პოსტერი, პრეზენტაცია თუ ციფრული პლატფორმის ვიზუალი. ესთეტიკა ჩვენთვის არასდროს არის ზედაპირული, იგი სტრატეგიის ნაწილია,რომელიც ბრენდს ადვილად დასამახსოვრებელს ხდის. გრაფიკული დიზაინი აერთიანებს შემდეგ სერვისებს:• გრაფიკული დიზაინის ელემენტების გამოყენება სოციალური მედიაში• ბრენდის იდენტობის ვიზუალური ტრანსლაცია სხვადასხვა ფორმატში• პოსტერები, ბანერები, ინფოგრაფიკები მომზადება
იქ გამოჩნდები, სადაც გამიზნულად ან უმიზნოდ გეძებენ. ვქმნითსტრუქტურას, კონტენტსა და ტექნიკურ საფუძველს, რომელიც საძიებო სისტემებში მიგიყვანს ზუსტად იმ აუდიტორიასთან, ვინც შენს პროდუქტს ეძებს.SEO მარკეტინგის სერვისები:• Google Keyword Research• Google Ads კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება• საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია• შედეგების სისტემური მონიტორინგი და ანალიტიკა• YouTube არხის გამართვა და ოპტიმიზაცია
ბრენდი ეს არ არის ლოგო, არც სლოგანი. ეს არის ყველაფერი, რასაც გრძნობენ შენზე, როცა ოთახში აღარ ხარ. ჩვენ ვქმნით იდენტობას, რომელიც არა მხოლოდ ლოგოთი ან ფერთა პალიტრით გამოირჩევა, არამედ იმ შეგრძნებით, რომელიც მომხმარებელს დიდხანს რჩება გონებაში. ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნის პროცესში, გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:• ბრენდის ვიზუალური და ვერბალური სტილის ფორმირება• ლოგოს, ფერთა პალიტრისა და გრაფიკული იდენტობის შექმნა• სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, ლოგოს, ფონტებისა და ფერთა პალიტრის გამოყენების წესები სხვადასხვა პლატფორმაზე• კომპანიაზე მორგებული დიზაინისა და მოქაფების შექმნა (სავიზიტო ბარათი, აქცესუარები, ტიტულოვანი ფურცელი, უნიფორმის დიზაინი და ა.შ)