PRESTIGE KOSTAVA

არსებობენ პროექტები, რომლებიც სივრცის ექსპრესიასთან ერთად, ეპოქის სულსაც თვალნათლივ აცოცხლებენ. ამის ნათელი მაგალითია “პრესტიჟი კოსტავაზე” - არქიტექტურული მემკვიდრეობა, რომელიც XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორის, მიხეილ ნეპრინცევის ხელწერას უკავშირდება. ჩვენი ამოცანა იყო, შეგვექმნა ვიზუალური სტილი, რომელიც არამარტო ასახავდა შენობის არქიტექტურულ ესთეტიკას, არამედ მის უნიკალურობას წარმოაჩენდა, თანამედროვე ციფრულ სამყაროში. თითოეული ვიზუალი შთაგონებული იყო არქიტექტორის ხაზით, სიმეტრიითა და დეტალებისადმი მკაცრი სიზუსტით ისე, როგორც ხელოვანს ახასიათებს სიუჟეტის ნატიფად გადმოცემა. სწორედ ამიტომ, ყოველი ნამუშევარი თავდაპირველად ხელით იქმნებოდა, შემდეგ კი ციფრულ ფორმატში ინაცვლებდა. პროექტისთვის შექმნილ ვიზუალურ მასალას არაერთი მედიაპლატფორმა გაეცნო. მათ შორის საერთაშორისო მოდის გამოცემა “ამარტა”, რომლის გარეკანზეც პრესტიჟის იდენტობა ორგზის წარმოჩინდა. ეს დიზაინები არ იყო უბრალოდ გრაფიკული გადაწყვეტა; ის იყო კონცეპტუალური გამოხატულება იმ ღირებულებებისა, რაც პროექტის არქიტექტურულ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.







