დამკვეთი
MAQRO
თარიღი
August 5, 2025

MAQRO

როდესაც საქმე ისეთ მსხვილ ინვესტორ ჯგუფს ეხება, როგორიცაა Maqro Group, ვიზუალური იდენტობა უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ლოგო. ის უნდა გამოხატავდეს კომპანიის მსოფლმხედველობას, სტრატეგიასა და ამბიციას. სწორედ ამ კონცეფციით დავიწყეთ მუშაობა Maqro-ს რებრენდინგზე. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ვიზუალური სისტემა, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანებდა კომპანიის მთელ სტრუქტურას: Maqro Construction, Maqro Tourism, Maqro Development და ამავდროულად, შეინარჩუნებდა საერთო არქიტექტურას. მთავარი ლოგო ასახავს კომპანიის მასშტაბურ ხედვას, სტაბილურობასა და ზრდის მიმართ მყარ ორიენტაციას, ხოლო ქვებრენდების იდენტობები ზუსტად გამოხატავენ მათი საქმიანობის სპეციფიკას ერთიანი სტილის ფარგლებში. ვიზუალური ენის შექმნის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთბალანსს. ფერების, ფორმებისა და ტიპოგრაფიის შერჩევაში მთავარი ამოცანა იყო, გამოგვესახა კომპანიის მულტიფუნქციური ბუნება და ის სიძლიერე, რაც მას ერთ-ერთ წამყვან ინვესტორად აქცევს საქართველოში. Maqro Group-ის რებრენდინგი ცხადად აჩვენებს, როგორ შეუძლია მკაფიოდ განსაზღვრულ ვიზუალურ იდენტობას კომპანიის გრძელვადიანი წარმატების საფუძვლად იქცეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ შევძელით ამ ისტორიის ნაწილი გავმხდარიყავით და ჩვენი წვლილი შეგვეტანა პროექტში, რომელიც თანამედროვე განვითარების სინონიმადიქცა.