towo

სანდოობა არ იწყება მხოლოდ სერვისით. იგი იწყება იმ პირველი შთაბეჭდილებით, რომელსაც ბრენდი მნახველზე ტოვებს. ავტომობილების შიდა ტრანსპორტირების სფეროში მოღვაწე ახალ კომპანიას, Towo-ს სჭირდებოდათ ვიზუალური იდენტობა, რომელიც იმაზე მეტს იტყოდა, ვიდრე მხოლოდ ლოგო. ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ბრენდის ძირითადი ვიზუალური საფუძველი: ლოგო და ბრენდბუქი, რომელიც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, წარადგინოს თავი პროფესიონალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად ნებისმიერ არხზე - იქნება ეს ონლაინ პლატფორმა, სატრანსპორტო დოკუმენტაცია თუ ბრენდირებული მანქანები. ლოგოს სტრუქტურა აგებულია სამი ღირებულების გარშემო: მოძრაობა, სიძლიერე და საიმედოობა. ვიზუალურად ის მინიმალისტურია, მაგრამ დატვირთული ასოციაციებით: ფორმებში იგრძნობა დინამიკა, ფერთა პალიტრა კი ასახავს სისუფთავეს და გამჭვირვალობას, რაც ამ სფეროში გადამწყვეტია. ბრენდბუქის დახმარებით, Towo-ს შეუძლია შეინარჩუნოს ვიზუალური თანმიმდევრულობა ყველა საკომუნიკაციო პლატფორმაზე, რაც საბოლოოდ ქმნის იმ პროფესიულ იმიჯს, რომელსაც მომხმარებელი ენდობა.




