Grand Mall

როცა საქმე დიდ პროექტს ეხება, ვიზუალური კომუნიკაცია მხოლოდ დიზაინი არარის, ის ბრენდის ხედვის მატარებელია. ბათუმის პირველ და უმსხვილეს სავაჭროცენტრთან, Grand Mall-თან, მუშაობა სწორედ ამ პრინციპით დავიწყეთ.Grand Mall უბრალო სავაჭრო სივრცეზე მეტია , ეს არის ახალი ქალაქურიცხოვრების ეპიცენტრი, სადაც შოპინგი, გართობა და დასვენება ერთიანდება.ჩვენი ამოცანა იყო, ამ ენერგიის და მასშტაბის ვიზუალურ ენაზე გადმოცემაროგორც ციფრული არხებისთვის შექმნილი კონტენტის, ისე ქუჩის მასშტაბურიბილბორდების საშუალებით, რომლებიც ათასობით ადამიანს ხვდება ყოველდღიურად.ყველა ელემენტი: ფერთა პალიტრიდან დაწყებული ტიპოგრაფიით დასრულებული მიზანმიმართულად იყო შერჩეული იმისთვის, რომ გამოკვეთილიყო ბრენდისსტილი. ვიზუალურ კონცეფციაში იგი აისახა როგორც არქიტექტურის ესთეტიკა,კომფორტისა და მრავალფეროვნების განცდა, რასაც ეს ადგილი სთავაზობსმომხმარებელს.ჩვენ გვჯერა, რომ სწორად შექმნილი ვიზუალი შთაბეჭდილებებთან ერთად,აღძრავს სურვილს გახდე ამ სივრცის ნაწილი. სწორედ ამგვარი მიდგომით ვქმნით კონტენტს, რომელიც Grand Mall-ს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო და გასართობ ჰაბად აქცევს.
