დამკვეთი
თარიღი
August 5, 2025

Big Chefs

როდესაც საერთაშორისო ბრენდი ახალ ბაზარზე შემოდის, ვიზუალური პოზიციონირება მხოლოდ ესთეტიკური ამოცანა აღარ არის. ის დამაკავშირებელი ხიდია გლობალურ გამოცდილებასა და ადგილობრივ კულტურას შორის. ასე დავიწყეთ მუშაობა Big Chef-ის პირველ ქართულ ფილიალზე, ბათუმში. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ვიზუალური სტრატეგია, რომელიც თავს მოუყრიდა ბრენდის გლობალურ სტანდარტებსა და ქართული ბაზრის სპეციფიკას. ეს ითვალისწინებდა სოციალური მედიისთვის შექმნილ კონტენტს, ისეთ დეტალებს, როგორიცაა მენიუს დიზაინი, ერთგვარი ,,ვიზუალური გემო“, რომელიც რესტორნის ატმოსფეროს პირველივე შეხებით გადმოსცემს. თითოეული ფოტო & ვიდეო ამბავი, გრაფიკული ელემენტები, ფერები, ტონალობა ქმნიდა ისტორიას, რომელიც მომხმარებელში ჯერ ინტერესს აღძრავდა, შემდეგ კი სტუმრობისა და პირველად დაგემოვნების მოლოდინს. კრეატიული და თანმიმდევრული ვიზუალური ნარატივი ბრენდის აღქმაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით კვების ინდუსტრიაში. Big Chef-ის პროექტი ჩვენთვის ერთგვარი წინამძღოლი იყო იმისა, როგორ შეუძლია სწორად შექმნილ ვიზუალურ იდენტობას ორგანულად დაუმკვიდოს ადგილი უცხოურ ბრენდს ქართულ ბაზარზე.